en

კარგი მმართველობის ფონდი - ფაზა II

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO)
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
მაისი, 2020-მაისი, 2021
პროექტის აღწერა

პროექტის ძირითადი მიზანი იყო მისი უდიდებულესობის მთავრობის (HMG) მხარდაჭერა ბენეფიციართა საჭიროებების შეფასებაში და იმ სფეროების იდენტიფიცირებაში, რომლებშიც ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის მეშვეობით, საქართველოში ხელშეწყობილი იქნება შიდა რეფორმები. 

კარგი მმართველობის ფონდი (Good Governance Fund) საქართველოში 2015 წლიდან აქტიურად ეხმარება საქართველოს ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელებაში. ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები მიზნად ისახავს საკანონმდებლო პროცესების უკეთ წარმართვას, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და სხვადასხვა სექტორალურ გაძლიერებას.