en

ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა გაძლიერება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
SDC-ის მიერ დაფინანსებული სოფლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტი
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
დეკემბერი, 2022 – აპრილი, 2023
პროექტის აღწერა

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სოფლის განვითარების სააგენტოს „დანერგე მომავალი“ პროგრამის ფარგლებში ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა მონაწილეობის გაზრდა. 

პროექტის სპეციფიური მიზნები შემდეგნაირად შეიძლება ჩაიშალოს: 

1.ეთნიკური უმცირესობებისა და ქალების წინაშე არსებული კონკრეტული დაბრკოლებების იდენტიფიცირება;

2.მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკითხის გადაწყვეტის გზების მიწოდება ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის გაუმჯობესებული კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, იმ მიზნით, რომ სამიზნე რეგიონებიდან შემოსული განაცხადების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი გაზრდილიყო. 

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ქალები და ეთნიკური უმცირესობები, შემდეგი ხუთი მუნიციპალიტეტიდან: ახალციხე, ქარელი, მარნეული, გურჯაანი და ლაგოდეხი.

პროექტის ფარგლებში, CSD-მა ითანამშრომლა საქართველოში მოქმედ აგრო საკონსულტაციო კომპანიასთან - „შპს აგრითაჩი“-სთან. „აგრითაჩი სპეციალიზირებულია საკონსულტაციო და საფერმო მენეჯმენტში.