en

სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
SDC-ის მიერ დაფინანსებული სოფლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტი
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
მარტი, 2022 - ნოემბერი, 2022
პროექტის აღწერა

პროექტი მიზნად ისახავდა სოციალურად დაუცველი ჯგუფების (SVG) გაძლიერებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით.

პროექტის სპეციფიური მიზნები მოიცავდა:

  • ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებული აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნიკური უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის (SVG) საჭირო ინფორმაციის მიწოდებას საქართველოში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
  • მიღებული ინფორმაციის გაზიარებას სახელმწიფო სააგენტოსთვის-“აწარმოე საქართველოში”, რომელიც პასუხისმგებელია მცირე, მიკრო და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობების შეთავაზებაზე; 
  • ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და კომუნიკაციის მექანიზმების იდენტიფიცირებას.

პროექტის ფარგლებში, CSD-მა მჭიდროდ ითანამშრომლა “აწარმოე საქართველოში”-სთან, ადგილობრივ მეწარმეებთან, სამოქალაქო სექტორთან, მუნიციპალურ ხელისუფლებასა და მედია პლატფორმებთან.