ზოგადი ინფორმაცია
პროექტის ძირითადი მიზანი იყო სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის "აწარმოე საქართველოში"-ს მიკრო სამეწარმეო საგრანტო (EG Micro Grant) პროგრამაში ხელმისაწვდომობისა და მონაწილეობის გაზრდა მუნიციპალურ ხელისუფლებაში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ეფექტური საკომუნიკაციო არხების, რეფერალური მექანიზმებისა და მხარდაჭერის ინფრასტრუქტურის შექმნის გზით.
პროექტის სპეციფიური მიზნები მოიცავდა:
1.ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას EG-სა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის, როგორიცაა მუნიციპალური ხელისუფლება, სოციალური მომსახურების სააგენტო და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
2.საორიენტაციო სემინარების შემუშავებასა და განხორციელებას საშუალო პოზიციის წარმომადგენლებისთვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის შესაბამისი უწყებებიდან პროგრამის პრიორიტეტების და რეფერალური პროცესების განსახილველად და შესაბამისი კოორდინაციის მექანიზმის შესაქმნელად EG-ში ინფორმაციის გაცვლის გამარტივებისა და განაცხადის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
3.პროფესიონალური ქსელის შექმნას ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მხარდაჭერისთვის, მათ შორის ხშირად დასმულ კითხვებზე (FAQs) პასუხის გასაცემად და რეფერალური სისტემის შექმნას, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით.
4.სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით EG-ს შიდა შესაძლებლობების ზრდას შესაბამისი FAQs-ის შემუშავების, იურიდიულად დადასტურებული პასუხების მიწოდების, სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე მორგებული კომუნიკაციების სამოქმედო გეგმის შემუშავების მეშვეობითა და დაინტერესებული მხარეების მუნიციპალური საქმიანობის ხელახალი შეფასების შედეგად ეფექტური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე მოიცავდა საბოლოო ანგარიშში ყოვლისმომცველი ინფორმაციისა და მიღებული გაკვეთილების (lessons learned) ასახვას, რეკომენდაციების პაკეტსა და პრეზენტაციას სამომავლო პრაქტიკაზე ინფორმაციის მისაწოდებლად და სოციალურად დაუცველი ჯგუფებისგან შემოტანილი განაცხადების წახალისებისთვის.