ზოგადი ინფორმაცია
პროექტი მიზნად ისახავდა სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) „დანერგე მომავალი“ პროგრამის ფარგლებში შემოსული განაცხადების რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდას. პროგრამის მეორეულ მიზანს წარმოადგენდა კონკრეტული რეგიონებისთვის აქტუალურ RDA პროგრამებზე წვდომის გაზრდას.
პროექტის განხორციელების პროცესი ემყარებოდა ოთხ აქტივობას: (1) ტრენინგ სერვისის პროვაიდერის დახმარებას საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის (ICC) პერსონალისთვის ტრენინგის ჩატარებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, (2) საჭიროების შემთხვევაში ICC-ს დახმარებას სამობილიზაციო ღონისძიებების ჩატარებაში, (3) სამობილიზაციო ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი ქალი აპლიკანტებისთვის RDA-ს ხელშეწყობას სასწავლო ტურების ორგანიზებაში, და (4) ქალების მიერ მართული ორგანიზაციის, “ფონდი ტასო”-ს, ჩართულობით საკონსულტაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფას მობილიზაციის ღონისძიებებზე გამოვლენილი აპლიკანტი ქალებისთვის.