en

სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისათვის (საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამა)

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
აშშ საელჩო თბილისში, აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტი
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
სექტემბერი, 2017- სექტემბერი, 2021
პროექტის აღწერა

პროექტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერება და ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის შემუშავების მხარდაჭერა.

ძირითადი სპეციფიური მიზნები იყო (1)სტრატეგიული საკომუნიკაციო განყოფილებების გაძლიერება და ინტეგრირებული მიდგომის შემუშავება პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ოფისებში; (2) სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების შემუშავება და სტრატეგიული კომუნიკაციებისა და უნარების განვითარება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიმღებლებსა და პრაქტიკოსებს შორის; და (3)სახელმწიფო სტრატეგიული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების მხარდაჭერა.