ზოგადი ინფორმაცია
პროექტის ფარგლებში CSD-მა წვლილი შეიტანა საქართველოს რეგიონებში (აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და კახეთი) მცხოვრები საზოგადოების მედეგობის (resilience) გაზრდაში, ასევე სოციალური დიალოგის, კრიტიკული აზროვნებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაში.
პროექტი ითვალისწინებდა ტრენინგებს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ადგილობრივი ინფლუენსერებისთვის საქართველოს 4 რეგიონსა და თბილისში; CSD-მა მოაწყო რამდენიმე ადგილობრივი ღონისძიება ქართველი ცნობილი ადამიანების ჩართულობით და საჯარო დისკუსიები 100-ზე მეტ ზრდასრულ მონაწილესთან. გარდა ამისა, შემუშავდა 2 სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის და მასწავლებლებისთვის რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ და ოთხივე რეგიონის ადგილობრივ ორგანიზაციებს გადაეცათ 4 ქვეგრანტი. დამატებითი აქტივობები მოიცავდა: ლიდერთა ბანაკს, სასწავლო ტურს, შემუშავებული სახელმძღვანელოების განხილვასა და დასკვნით კონფერენციას 80-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.