en

ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება საქართველოსა და აზერბაიჯანში

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
ფრიდრიხ ებერტის ფონდი
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
2017
პროექტის აღწერა

პროექტის მთავარი მიზანი იყო საჯარო სამსახურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის რეგიონში არებული უსაფრთხოების საკითხებზე, კონკრეტულად რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის შესახებ ცოდნის ამაღლება.

ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით და მოიცავდა რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის შესახებ კონცეპტუალურ ანალიზს. 

შემთხვევის შესწავლით შემუშავდა ერთობლივი პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სიღრმისეულ ანალიზს, ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსიები. პროექტის დასასრულს ჩატარდა კონფერენცია - „ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება და დერადიკალიზაციის პროცესი საქართველოსა და აზერბაიჯანში.“