საერთაშორისო ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის გამოწვევა კვლავ მწვავედ დგას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მაშინ როცა ტერორიზმი ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლეს სპობს, სხვა ძალადობრივი ექსტრემისტული ქმედებები ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებსა და ინსტიტუტებს და ყოფს საზოგადოებებს. საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშემწყობისა და ასევე განვითარებადი დემოკრატიისთვის, ამ გამოწვევების გადაწყვეტა უაღრესად მნიშვნელოვანია. CSD მოწოდებულია დაეხმაროს ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდებისა და ჯგუფების რადიკალიზაციის თავიდან აცილებას ძალადობრივი ქმედებებისგან. ჩვენ მიზნად ვისახავთ მხარი დავუჭიროთ სახელმწიფო ინსტიტუციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მოწყვლადი თემების შესაძლებლობებისა და მედეგობის ზრდას ამ გამოწვევბის წინაშე.
ასარჩევი
- ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება დონორი: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო