en

მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გაუვრცელებლობა შავი ზღვის რეგიონში

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
ივნისი, 2023 - დეკემბერი, 2023
პროექტის აღწერა

პროექტმა გააძლიერა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორების შესაძლებლობები ACW-ების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ მიზნით პროექტმა შეიმუშავა დოკუმენტი (tip-sheet) ფინანსური ინსტიტუტებისთვის, შესაბამისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და უნივერსიტეტებისთვის. პროექტმა ხელი შეუწყო ინსტიტუციურ შეხვედრებს ზემოაღნიშნული სექტორების შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან. აღნიშნულმა შეხვედრებმა გავლენა მოახდინა დაინტერესებული მხარეების სენსიბილიზაციაზე ACW-ის გავრცელების რისკებისა და საფრთხის შესახებ.

CSD-მ შეაგროვა შესაბამისი ღია ინფორმაცია, რათა ხაზი გაესვას იმ მექანიზმებს, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ უკანონო და სარისკო ტრანზაქციები. ეს ინფორმაცია, რომელიც მოცემული იყო დოკუმენტში, გამოყენებული იქნა ტრენინგებისა და შესაბამისობის მასალების განსახორციელებლად საქართველოს უსაფრთხოებისა და შესაბამისობის ოფიცრებისთვის ფინანსურ და ლოგისტიკის სექტორებში. ეს მასალები დაეხმარა ამ ერთეულებს იდენტიფიცირებაში, რათა თავიდან აიცილონ სამომავლო ტრანზაქციები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ACW-ის გავრცელებას.