ზოგადი ინფორმაცია
დონორი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, კოოპერატიული საფრთხეების შემცირების ოფისი
სტატუსი
მიმდინარე
განხორციელების პერიოდი
იანვარი, 2024 - დეკემბერი, 2024
პროექტის აღწერა
პროექტი გულისხმობს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის იმ სამთავრობო უწყებებთან მუშაობას, რომლებიც ორიენტირებულები არიან CBR/WMD საფრთხეებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინციდენტებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, CSD თანამშრომლობს საერთაშორისო მეცნიერების და ტექნოლოგიის ცენტრთან ყაზახეთში, ცოდნის ქარავანთან უზბეკეთში, ADA უნივერსიტეტის ფონდთან აზერბაიჯანში და სომხურ კვლევით ცენტრთან WMD-ის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, პროექტში ასევე ჩართულია საქართველოში არსებული კერძო სექტორის სუბიექტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დიდ საზოგადოებრივ შეკრებებზე, მაგ. სავაჭრო ცენტრები, ფესტივალი ან ღონისძიების ორგანიზატორები.