ზოგადი ინფორმაცია
დონორი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, საფრთხის თანამშრომლობითი შემცირების სამსახური
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
იანვარი, 2024-აგვისტო, 2024
პროექტის აღწერა
პროექტი მიზნად ისახავდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით, საჯარო და კერძო აქტორების მედეგობის გაზრდას სამიზნე სექტორებში და სანქციების მექანიზმებთან საქართველოს შესაბამისობის გაძლიერებას.
პროექტის ამოცანები იყო: (1) შესაბამისი პირების შესაძლებლობების გაძლიერება სანქციების თავიდან აცილების იდენტიფიცირებისა და სწორად შეტყობინების მიზნით; (2) გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინფორმირება შეუსაბამო ქცევის პრევენციისა და მის წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედების შესახებ და (3) საზოგადოების სიფხიზლის ზრდა რუსეთზე დაკისრებული პოტენციური სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ.