ზოგადი ინფორმაცია
დონორი
ღია საზოგადოება საქართველო
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
ივნისი, 2020- აპრილი, 2021
პროექტის აღწერა
პროექტი მიზნად ისახავს TV9-ის, ადგილობრივი მედიასაშუალების მხარდაჭერას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რათა გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა სომხური უმცირესობების ჯგუფებისთვის და შესაბამისად, გაიზარდოს მათი ცნობიერება ქართული საკითხების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ჩართულობას საზოგადოებაში.
CSD თანამშრომლობს სამცხე-ჯავახეთის მედიაკომპანია TV9-თან, რათა განახორციელოს 10 თვიანი მხარდაჭერის პროექტი შემდეგი ამოცანების მისაღწევად:
- რეგიონული მედიის შესაძლებლობების გაზრდა დეზინფორმაციის იდენტიფიცირებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების განსახორციელებლად;
- გააძლიეროს მედიაზე ხელმისაწვდომობა სომხურენოვანი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის და უზრუნველყოს მათთვის სწორი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება COVID-19-ის შესახებ;
- შეიქმნას თანამშრომლობის პლატფორმა რეგიონული სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებისთვის, რათა მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა გააუმჯობესონ თავიანთი მუშაობის ეფექტურობა განმეორებითი საკოორდინაციო (ონლაინ) შეხვედრებისა და შესაბამისი გამოწვევების გადაჭრის გზით. მოსალოდნელია, რომ პლატფორმა გამოიწვევს მედიის მუშაობის უკეთ მორგებას სამიზნე თემების ადგილობრივ საჭიროებებზე.