en

სამხრეთ კავკასიაში მრავალი სექტორის დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გავრცელების რისკებსა და გამოწვევებზე

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი
სტატუსი
მიმდინარე
განხორციელების პერიოდი
იანვარი, 2024 -იანვარი, 2025
პროექტის აღწერა

მოცემული პროექტი მიზნად ისახავს მულტისექტორული დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლებასა და გაძლიერებას მაღალტექნოლოგიურ კონვენციურ იარაღთან (ACW) დაკავშირებულ რისკებთან მიმართებით  საქართველოსა და აზერბაიჯანში. პროექტის ფარგლებში, ჩატარდება არაერთი ტრენინგი ACW და შესაბამისი იარაღის კომპონენტების გავრცელების პრევენციის საკითხზე. ტრენინგები, რომლებიც უმეტესწილად ფოკუსირებული იქნება ლოგისტიკისა და ფინანსურ სექტორებზე, გააძლიერებს რეგიონული კომპანიების შესაძლებლობებს უკანონო ტრანზაქციებთან გამკლავებასა და დასავლურ სანქციებთან შესაბამისობაში. 

პროექტის ფარგლებში CSD შეიმუშავებს შესაბამისობის სახელმძღვანელოებს (compliance manuals), ასევე ჩაატარებს ტრენინგებს აზერბაიჯანსა და საქართველოში ლოგისტიკური, ფინანსური და მედია კომპანიებისთვის, რათა გაზარდოს ცნობიერება მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გავრცელებისა და შესაბამისი იარაღის გამავრცელებელი სახელმწიფოების შესახებ.