en

საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა

ზოგადი ინფორმაცია

დონორი
USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა
სტატუსი
დასრულებული
განხორციელების პერიოდი
იანვარი, 2024-სექტემბერი, 2024
პროექტის აღწერა

პროექტის საერთო მიზანი იყო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა საქართველოში მდგრადი პლატფორმის შექმნით, რომელიც უზრუნველყოფდა ახალგაზრდა საჯარო პოლიტიკის მკვლევართა მაღალი ხარისხის ტრენინგსა და მენტორობას, ასევე ხელს შეუწყობდა მკვლევრებს, ანალიტიკოსებსა და პოლიტიკოსებს შორის დიალოგის, დისკუსიისა და დებატების სტიმულირებას.

პროექტის ამოცანები ოყო: 

  • მდგრადი, მაღალი სტანდარტების საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასწავლო პროგრამის ინსტიტუციონალიზაცია.

  • საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერება და პოლიტიკის ანალიტიკოსების, მკვლევრებისა და პოლიტიკის შემქმნელთა შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე.