en

თინათინ ბრეგვაძე

ᲡᲝᲠᲘᲜ ᲓᲣᲙᲐᲠᲣ

მრჩეველთა საბჭოს წევრი

ბატონი სორინ დუკარუ ჰუდსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია. ის 2013 წლის 2017 წლამდე უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. მის მთავარ მოვალეობა ჩრდილო-ატლანტიკული საბჭოს მხარდაჭერა და გენერალური მდივნისთვის კონსულტაციის გაწევაა უსაფრთხოების გამოწვევების, ნატოს უსაფრთხოებაზე მათი პოტენციური გავლენის, შესაბამისი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით; ბატონი დუკარუ ხელმძღვანელობს ნატოს უსაფრთხოების გამოწვევების სამმართველოს და კოორდინაციას უწევს ნატოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის პროგრამას. ელჩი დუკარუ 2006-2013 წლებში მსახურობდა, როგორც რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოში და 2011 წლის ნოემბრიდან ის ასევე იკავებდა ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციას. ბატონი დუკარუ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1993 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, როგორიცაა: პოლიტიკის დაგეგმვის გუნდის წევრი, მინისტრის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი და ნატოს და სტრატეგიული საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი. 2001-2006 წლებში იკავებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუმინეთის ელჩის თანამდებობას. ასევე, 2000 – 2001 წლებში მსახურობდა, როგორც რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.

სხვა წევრები

მაქსიმილიან (მაქს) ჰესი

მაქსიმილიან (მაქს) ჰესი

მრჩეველთა საბჭოს წევრი
ᲠᲝᲑᲔᲠᲢ Ა. ᲞᲔᲘᲞᲘ

ᲠᲝᲑᲔᲠᲢ Ა. ᲞᲔᲘᲞᲘ

მრჩეველთა საბჭოს წევრი
ᲣᲘᲚᲘᲐᲛ Ბ. ᲤᲐᲠᲔᲚᲘ

ᲣᲘᲚᲘᲐᲛ Ბ. ᲤᲐᲠᲔᲚᲘ

მრჩეველთა საბჭოს წევრი