ᲯᲔᲠᲘ ᲛᲐᲙᲐᲚᲘᲜᲓᲔᲜᲘ
2021 წლიდან ჯერი მაკალინდენი საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) მრჩეველთა საბჭოს წევრია.ბატონ მაკალინდენს, უფროსი ექსპერტის, გუნდის ლიდერისა და დირექტორის პოზიციაზე მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი გახლავთ დიდი გამოცდილების მქონე საჯარო პოლიტიკის მრჩეველი და კონსულტანტი, რომელიც აყალიბებს სტრუქტურებს და შესაძლებლობებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სამთავრობო პოლიტიკისა და პროგრამების ეფექტური განვითარების, განხორციელებისა და კოორდინაციისთვის. ბატონი მაკალინდენი 1997 წლიდან მუშაობს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და აქვს ევროკავშირში ჰარმონიზაციის და სტანდარტებთან დაახლოების საკითხებზე მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება. გაერთიანებული სამეფოს ყოფილ საჯარო მოხელეს, ევროკავშირის ოფისის ოფიცერსა და ბრიუსელში ჩრდილოეთ ირლანდიის ოფისის აღმასრულებელ დირექტორს, ჯერი მაკალინდენს აქვს ნაციონალურ მთავრობებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მრავალპროფილურ ორგანიზაციებთან და სხვა დონორებთან ეფექტური სამუშაო ურთიერთობების დამყარების და გაერთიანებული სამეფოს ინტერესების წარმოჩენის დიდი გამოცდილება.