ᲠᲝᲑᲔᲠᲢ Ა. ᲞᲔᲘᲞᲘ
2021 წლიდან პროფესორი რობერტ ა. პეიპი საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) მრჩეველთა საბჭოს წევრია. პროფესორი პეიპი ჩიკაგოს უნივერსიტეტში უვადო კონტრაქტის მქონე პოლიტიკური მეცნიერების პროფესორია. ამასთან, იგი არის ამავე უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და საფრთხეების პროექტის დამფუძნებელი და დირექტორი. რობერტ პეიპი არის ავტორი წიგნებისა: Bombing to Win: Air Power and Coercion in War (1996), Dying to Win: The Strategic Logic of Suicide Terrorism (2005), Cutting the Fuse: The Explosion of Global Suicide Terrorism and How to Stop It (2010) (თანაავტორი ჯეიმს კ. ფელდმანთან ერთად). 1990-იანებში იგი სწავლობდა პოლიტიკურ ძალადობას კონცენტრაციით ბოსნიასა და კოსოვოს დაპირისპირებებზე. მომდევნო წლებში იკვლევდა სუიციდურ ტერორიზმსა და ჰუმანიტარიანულ პასუხებს პოლიტიკურ ძალადობაზე. პეიპმა 2015-2020 წლებში აშშ-ში მემარჯვენე ექსტრემისტების დემოგრაფიული პროფილური კვლევები ჩაატარა. 2021 წელს მან გამოაქვეყნა პირველი სისტემური კვლევა 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირთა დემოგრაფიული პროფილისა და პოლიტიკური გეოგრაფიის შესახებ.