en

თინათინ ბრეგვაძე

ᲘᲓᲔᲜ ᲥᲝᲣᲚᲘ

მრჩეველთა საბჭოს წევრი

სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს იდენ ქოული 2021 წლიდან შემოუერთდა. იდენი ამჟამად, ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის (GCSP) ექსპერტი და Raidillon Associated– ის თანადამფუძნებელია. 2002 წლიდან იგი მუშაობდა ევროპაში, შუა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში უსაფრთხოების სექტორის მმართველობასა და კანონის უზენაესობის პროგრამებზე. 2004-2018 წლებში კი, უსაფრთხოების სექტორის რეფორმის პროგრამებზე საქართველოსა და უკრაინაში ჟენევის შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ცენტრში (DCAF) მუშაობდა. იდენი ფლობს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს ლონდონის უნივერსიტეტიდან. მისი ბოლო ნამუშევრები მოიცავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ანალიზს კერძო სექტორისთვის, აგრეთვე ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამირებას UNODC-სა და კომბინირებულ საზღვაო ძალებთან დასავლეთ ინდოეთის ოკეანესა და ადენის ყურეში.

სხვა წევრები

მაქსიმილიან (მაქს) ჰესი

მაქსიმილიან (მაქს) ჰესი

მრჩეველთა საბჭოს წევრი
ᲠᲝᲑᲔᲠᲢ Ა. ᲞᲔᲘᲞᲘ

ᲠᲝᲑᲔᲠᲢ Ა. ᲞᲔᲘᲞᲘ

მრჩეველთა საბჭოს წევრი
ᲣᲘᲚᲘᲐᲛ Ბ. ᲤᲐᲠᲔᲚᲘ

ᲣᲘᲚᲘᲐᲛ Ბ. ᲤᲐᲠᲔᲚᲘ

მრჩეველთა საბჭოს წევრი