მაქსიმილიან (მაქს) ჰესი
მაქსიმილიან ჰესი არის ანალიტიკოსი, მწერალი, მრჩეველი და საგარეო პოლიტიკის კონსულტანტი. ის გახლავთ ლონდონში მოქმედი პოლიტიკური რისკების ფირმის, Ementena Advisory-ის დამფუძნებელი, მაქსი ასევე არის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) თანამშრომელი და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ასოცირებული მკვლევარი. იგი ასევე მუშაობს Aurora Macro Strategies-ში, ნიუ-იორკში, რუსეთის, ევრაზიისა და გეოეკონომიკის საკითხების ექსპერტად. მისი პირველი წიგნი, „ეკონომიკური ომი: უკრაინა და გლობალური კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის“, გამოიცა Hurst and Oxford University Press-ის მიერ, 2023 წელს. მაქსის ნაშრომი ფოკუსირებულია სუვერენიტეტზე, ფინანსურ ბაზრებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და პოლიტიკურ ეკონომიკაზე მისი საკონსულტაციო გამოცდილება მოიცავს მსხვილ სადაზღვევო კომპანიებს, სამთავრობო უწყებებს, მრავალეროვნულ/საერთაშორისო ბანკებს, “ჰეჯ-ფონდებს”, საქონლის მოვაჭრეებსა და მსხვილ საცალო ვაჭრობაში ჩართულ აქტორებთან თანამშრომლობას.