მიხეილ სხიერელი
საქართველოს საჯარო სექტორში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მიხეილ სხიერელი მმართველობის, ინოვაციისა და ინვესტიციის პოლიტიკის ასოცირებული მრჩეველია პოლიტიკისა და მართვის კონსულტინგ ჯგუფში და, ასევე, არის პროგრამის ექსპერტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ განხორციელებულ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისა და DCFTA-ს პროექტებში, რომელიც ხელს უწყობს აგრეგაციისა და დაგროვების განვითარებას ქვეყანაში. 2015 წ. ის მუშაობდა თბილისის მეწარმეობის განვითარების ცენტრში სადაც თბილისში დარეგისტრირებული მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების სათავეში იყო. 2014-2015 წლებში ის იყო საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის შემადგენლობის ოფისის ხელმძღვანელი. საქართველოს პარლამენტში 1,5 წლის მუშაობის განმავლობაში, ის იყო ეურონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების მდივანი და საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობის წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაო გუნდის ლიდერი. 2013 წ. მიხეილ სხიერელი იყო დიასპორის საკითხებზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი. მან მიიღო მონაწილეობა დიასპორის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაში და იმუშავა დიასპორის გლობალური ქსელის კონცეფციაზე, ასევე, ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ექსპერტებთან, განათლების ინსტიტუციებთან და დიასპორის ორგანოზაციებთან, სტრატეგიის განვითარების პროცესში. 2011-2012 წწ. ის იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კერძო სექტორის საქართველოს განვითარების პროგრამის ეროვნული ექსპერტი. მისი ადრინდელი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ფინანსთა სამინისტროს ფინანსთა აკადემიას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამინისტროს გადასახადების დეპარტამენტს. ბატონი სხიერელის გამოცდილება ამ დაწესებულებებში ითვალისწინებს საერთაშორისო ურთიერთობებს, რეფორმების პროცესებში მონაწილეობას, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარებას რელევანტურ დარგებში.