თინათინ ბრეგვაძე
თინათინ ბრეგვაძეს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2018 წლის მარტიდან იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. მანამდე სამოქალაქო განათლების სპეციალისტად მუშაობდა ორგანიზაციებში: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „World Vision Georgia“. აქტიურად იყო ჩართული ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით შექმნილ აკადემიურ საგრანტო პროგრამაში, რომლის მიზანიც საქართველოში სწავლის ხარისხის გაზრდა, უმაღლესი განათლების სისტემის მხარდაჭერა და განვითარება იყო. ამ დროს ზედამხედველობდა პროგრამას სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. სხვადასხვა დროს იგი მუშაობა ათასწლეულის გამოწვევის ფონდში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (ავტორიზაციის საბჭოს წევრი). 2021 წლიდან არის საერთაშორისო განათლების ცენტრის კომისიის წევრი. თინათინი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორია. ამასთან, განათლების მიმართულებით PhD სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.