"სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" აცხადებს უმცროსი მკვლევრის ვაკანსიას (მოკლევადიანი) პროექტის, "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების", ფარგლებში. აღნიშნულ პროექტში უმცროსი მკვლევრის პოზიცია ითვალისწინებს, საქართველოს წინაშე არსებული ძალადობრივი ექსტრემისტული რისკების შეფასების კვლევით პროცესში ჩართვას.
საგრანტო კონკურსი #23-001
შესავალი
სამუშაო აღწერილობა
- 14 ინტერვიუს ჩატარება;
- 14 ფოკუს-ჯგუფის ფასილიტაცია/ფასილიტაციაში მონაწილეობის მიღება;
- ჩატარებული ინტერვიუების და ფოკუს-ჯგუფების მონაცემების კოდირება;
- შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კანდიდატი სასურველია:
- იყოს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
- ჰქონდეს კვლევით პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- ჰქონდეს ინტერვიუების და ფოკუს-ჯგუფების ჩატარების და ტრანსკრიპტების მომზადების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.
- ფლობდეს ინგლისურ და ქართულ ენებს მაღალ დონეზე (ინგლისურის შემთხვევაში, სასურველია ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა). დამატებითი უცხო ენის ფლობა (ფრანგული, გერმანული, რუსული, არაბული) ჩაითვლება უპირატესობად;
- ფლობდეს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისთვის აუცილებელ პროგრამებს (SPSS, Rstudio)
- ფლობდეს ICT უნარებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ:
- რეზიუმე/CV;
- წარსულში განხორციელებული არანაკლებ 2 კვლევითი პროექტი.
-
უმცროსი მკვლევრის პოზიციით დაინტერესებულმა პირებს მითითებული დოკუმენტაციის გამოგზავნა შეუძლიათ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - vacancy@gcsd.org.ge, არაუგვიანეს 15 თებერვლის 18:00 საათისა.
*საკონტაქტო ინფორმაცია: ბექა ფარსადანიშვილი - კვლევითი პროექტების მენეჯერი - b.parsadanishvili@gcsd.org.ge