ზოგადი ინფორმაცია
საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობისა და ხანგრძლივი თანამშრომლობის განვითარებისთვის 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანერგა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სამსახური, რომლის საბოლოო მიზანი არის დანაშაულის პრევენცია და წინააღმდეგობა. ამ მიზნების მისაღწევად, CSD-მა ხელი შეუწყო შსს-ს აღმოფხვრილიყო ეფექტური საკომუნიკაციო ინსტრუმენტების დანაკლისი.
ვინაიდან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ინსტიტუტი ჯერ კიდევ დაწყებით ფაზაში იყო, საკომუნიკაციო სტრატეგიით შემოთავაზებულმა სამოქმედო გეგმამ ხელი შეუწყო მოქალაქეთა მუდმივი ჩართულობისთვის ინსტიტუტის შესაბამისი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და მის მომავალ განვითარებას.
სპეციფიური მიზნები იყო შემდეგი: (1) თბილისში თვისებრივი კვლევის ჩატარებით პოლიციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის გამოვლენა; (2) სოციალური მიმღებლობის და მოქალაქეების ნდობის გაზრდა მართლწესრიგის ოფიცრების მიმართ ქალაქ თბილისში; (3) საკომუნიკაციო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისთვის ამერიკელი და ადგილობრივი ექსპერტების მიერ.